მანათობელი საშუალებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 27 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მანათობელი საშუალებები – ღამით საბრძოლო მოქმედებების დროს, ადგილმდებარეობის და ცალკეული ობიექტების განათების საშუალებები.
მანათობელი საშუალებებს განეკუთვნება: პროჟექტორები, მანათობელი საარტილერიო ჭურვები, ნაღმები, ვაზნები (რეაქტიული და სასიგნალო პისტოლეტებიდან სროლისთვის). ასევე – მანათობელი საავიაციო ბომბები. მიზნის მკაფიო ამოცნობისთვის განათების სიდიდე უნდა იყოს არანაკლებ 2 ლუქსისა, ხოლო განათების ხანგრძლივობა – რამდენიმე ათეული წამი.