პირშუშხა
პირშუშხა - Armoracia lapathifolia Gilib პირშუშხას აჭარაში ხარდანს ეძახიან. პირშუშხა მაეკუთვნება ჯვაროსანთა - Ciricifuria-ს ოჯახს. პირშუშხა მრავალწლიანი, ფესურიანი მცენარეა, რომელზედაც წარმოიქმნება დატოტვილი ფესვები; ფესურებზე განლაგებული მძინარე კვირტებიდან იზრდება ახალი მცენარეები. პირშუშხა საყვავილე ღეროებს ივითარებს მეორე წელს, მაგრამ იშვიათად წარმოიქმნება ნაყოფი და თესლი, ამიტომაც მოავლდება ვეგეტატიურად ფესვის კალმებით. ფესვები შეიცავს თიოგლიკოზიდს, რომელიც ჰიდროლიზის შედეგად გამოჰყოფს მდოგვის ეთერზეთებს, შაქარს, სახამებელს, ცხიმს, ასკორბინის მჟავას; ფესვების წვენი შეიცავს ლიზოცინს.
პირშუშხა გავრცელებულია საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, ციმბირში, გვხვდება მიტოვებულ ბაღებში დასარევლიანებულ ფართობებზე, საცხოვრებლებთან, ღობის პირებზე. პირშუშხა გამოიყენება კულინარიაში, როგორც ცხარე საკმაზი კერძებისათვის, ფოთლებს კი იყენებენ კიტრისა და პომიდორის დამწნილებისას. ასევე გამოყენებულია სამედიცინო დანიშნულებითაც.
პირშუშხა როგორც ფიტონციდური მცენარე გამოყენებულია მცენარეთა დაცვაში, მის მიერ გამოყოფილი ფიტონციდების ატმოსფეროში კარგად ინახება ნაყოფი, კერძოდ 40 კგ ყურძნის შესანახად საჭიროა 3,2 კგ პირშუშხა, რომელიც თავსდება იქ, სადაც ყურძენია შენახული ამ შემთხვევაში გარემო ჯერდება ფიტონციდებით და ყურძენიც აღარ ზიანდება.