ტორფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:45, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტორფი (გერმ. torf < არაბ. turap მიწა) – მკვრივი მასა, წვადი სასარგებლო წიაღისეული, რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად, ჭარბი დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში. აქვს რთული ქიმიური შემადგენლობა.
მისი წვადი ნაწილის ძირითადი კომპონენტებია: ნახშირბადი (50-60%), წყალბადი (5-6,5%), ჟანგბადი (30-40%), აზოტი (1-3%), გოგირდი (0,1-1,2%, ზოგჯერ 2,5%-მდე).
ბუნებრივ პირობებში ჭარბად შეიცავს ტენს (88-96%) და ფორიანია (96-97%), აქვს ერთგვაროვანი ან შრეებრივი ტექსტურა; ყვითელი, მურა ან შავია. სიმკვრივე 300 კგ/მ3. თბოუნარიანობა (40%-იანი ტენიანობის დროს) 2650-3120 კკალ/კგ. თბოენერგეტიკის გარდა გამოიყენება სოფლის მეურნეობაში (სასუქი), მშენებლობაში (საწვავი, თბოსაიზოლაციო მასალა), ქიმიურ მრეწველობაში და სხვა.