რგოლური ღუმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რგოლური ღუმელი – სამრეწველო ღუმელი, რომელშიც ნაკეთობის გაცხელება ხდება რგოლური მბრუნავი ქვედის საშუალებით. გამოიყენება მილსაგლინ, სამჭედლო და სხვ. წარმოებებში ლითონის ნაკეთობების თერმული დამუშავებისა და კერამიკული დეტალების გამოწვისათვის.