საქაშეთის კოშკი
საქაშეთის კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქაშეთის ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით.
კოშკის თავზე, მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად, კოშკი 1792 წ. აუგია გორის ციხის გარნიზონის უფროსს (მინბაშს) დიმიტრი დიასამიძეს.
აღწერილობა
კოშკი ცილინდრულია (დიამ. 7,6 მ), ოთხსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით, კედლები შიგნიდან შელესილია, გარეთ მობათქაშებული. დაზიანებულია, განსაკუთრებით, მეოთხე სართული. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთითაა, მეორე სართულზე. პირველი სართული დამხმარე სათავსია. მის კედლებში ორი სარკმელი და სამი სათოფურია. მეორე და მესამე სართულები საბრძოლო და საცხოვრებელია. ყოველ სართულზე, სარკმლებისა და სათოფურების გარდა, ნიშებიც არის. მესამე სართულის კამარაზე დეკორატიული რომბებია გამოყვანილი. სათავსი უფრო ნათელია. კოშკის სამივე სართული გადახურულია კონუსური კამარებით. მეოთხე სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანი იყო. მის კედლებში სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეებია გაჭრილი. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით.
ბიბლიოგრაფია
- სიმაგრეები: საქაშეთი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.156.
- დიმიტრი დიასამიძის მიერ აგებული (1792 წ.)კოშკის მოკლე აღწერილობა.
- კოშკები: საქაშეთი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.212-213.
- სოფ.საქაშეთის ცილინდრული კოშკის მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულია კოშკის აღმშენებელი დიმიტრი დიასამიძე. ტექსტს დართული აქვს ფოტო.
- ქართულოი ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ცილინდრული კოშკები: საქაშეთი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.474-475.
- საბრძოლო-თავდაცვითი , ცილინდრული ფორმის კოშკის წარწერისა ანალიზი და ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (ტაბ.182,183).
- კოშკები: საქაშეთი //ზაქარაი პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.171.
- მოკლე ცნობები დიმიტრი დიასამიძის მიერ აგებული ცილინდრული კოშკის შესახებ. ტექსტს ახლავს კოშკის ფოტო.