კიკილაანთ ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კიკილაანთ ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ უფლისციხის აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ, ოდნავ ნალისებრ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. გადახურვა არ არის შემორჩენილი.