დურალუმინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 30 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დურალუმინი − (ლათ. dūrus მაგარი და alūmen ალუმინი), ალუმინისა და სპილენძის შენადნობი, რომელსაც ურევია ცოტაოდენი მანგანუმი, მაგნიუმი, სილიციუმი, რკინა. დურალუმინი ალუმინის შენადნობების 80%-ს შეადგენს. დურალუმინი კარგად ყალიბდება ცხელ და ცივ მდგომარეობაში. მისგან ამზადებენ ფურცლებს, წნულებს, ნაგლინს, პროფილს, მილებს, მოსაპირკეთებელ მასალებს. გამოიყენება ავიამშენებლობაში და სამშენებლო კონსტრუქციების (წამწეები, ძელური კარკასები) დასამზადებლად. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია სეისმურ რაიონებში (საქართველოში), დიდმალიან, ასაწყობ-დასაშლელ და აგრესიულ გარემოში მომუშავე კონსტრუქციებში.