რკინა წედისის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 30 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რკინა წედისის – რკინის ადგფილობრივი სახეობა ზემო რაჭის სოფ. წედისში. გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსებით, მაღალი ხარისხით. მისგან დამზადებული ნაწარმი („ხელადი“) დაფოლადებას არ საჭიროებდა. ამასთან, სოფელი წედისი იმდენად ინტენსიურად ადნობდა რკინას, რომ ამარაგებდა სხვა ქართულ რეგიონებსაც (ქართლი, იმერეთი), ზოგჯერ კი ჩრდილო კავკასიაშიც გადაჰქონდათ. ძველი ტრადიციებით წედისის რკინის წარმოებამ XX საუკუნის შუა ხანებამდე მოაღწია.