აგრარული სექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 30 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგრარული სექტორი - (agrarian sector) ეკონომიკის სექტორი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სასოფლო-სამეურნეო შრომით დასაქმებული, კვების პროდუქტებისა და ნედლეულის (ხე-ტყე, ბამბა და ა.შ.) მწარმოებელი მოსახლეობა. იგი, როგორც წესი, ეკონომიკის შედარებით დაბალშემოსავლიანი სექტორია, გარკვეულწილად შედგება არასასაქონლო მეურნეობებისაგან და ეკონომიკაში მისი მაღალი ხვედრითი წონა ძირითადად დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისათვის.

გაეროს სსდკ-ის მიხედვით, აგრარული სექტორი ეკონომიკის პირველადი სექტორია. მასში შედის სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ნადირობა და მეთევზეობა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები