ონოფრიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 30 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დავით ონოფრიშვილი – დაიბადა 1961 წლის 8 იანვარს თბილისში. — ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ფინანსთა მინისტრი (1998-2000).
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1984); ასპირანტურა (1991).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-98): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე.
- შპს საქართველოს რკინიგზა, გენერალური დირექტორი (2004-2005)
- შპს "დიჯი ინვესტი" - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2008-2009)
- პარტია თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე (2009-2012)
- ვაშინგტონის უნივერსიტეტი - მიწვეული პროფესორი (2012)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №30 კასპის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2015).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- საქართველოს ფინანსთა მინისტრები