ახარ-ქალაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 3 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახარ-ქალაქ-ი (ოს. Ахар-калак) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიაში ნახსენები მტრის აუღებელი ციხე-ქალაქი, რომლის დამორჩილება მხოლოდ ბათრაძმა შეძლო. ამის თაობაზე ყვება ნართი ხამიცი (თქმულება: „ნართების მურა მელიის ქურქი“), რომელიც ახარ-ქალაქში ორაგულისა და სვიის საყიდლად ჩავიდა. როგორც ჩანს, ქალაქი ზღვის ნაპირზე მდებარეობდა.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.