ბად-თიბირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:16, 3 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბად-თიბირა – (შუმერ.) „წარღვნამდელი“ შუმერის ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი, რიგით მეორე ქალაქი, სადაც მეფობამ ერიდუდან გადაინცვლა.
ბად-თიბირა მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი მიჩნეულია დუმუზის სამშობლო ქალაქად. შუმერულ „მეფეთა სიის“ მითოლოგიური ნაწილის თანახმად, დუმუზიმ ბად-თიბირაში 39000 წელი იმეფა. აქედან შუმერის მეფობა სხვა ქალაქში, ლარაქში გადავიდა.