ინაქოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინაქოსი(ბერძნ.) არგოსელი გმირი. ოკეანოსისა და ტეთისის ძე. იოსა და ფორონეას მამა.

მსოფლიო წარღვნის შემდეგ ინაქოსმა ადამიანები მთის ხეობებიდან ველზე გამოიყვანა და დააარსა ქალაქი არგოსი. როდესაც პოსეიდონსა და ჰერას დავა ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდა კეფისოსის ველთა მფლობელი, მსაჯულად უხმეს ინაქოსს, რომელმაც ჰერას მიანიჭა უპირატესობა. ამის გამო პოსეიდონმა დააშრო არგოლისის მდინარეები. მას შემდეგ ხრიოკად იქცა ეს მხარე. როდესაც ზევსმა ინაქოსის ასულის, იოს ცდუნება მოიწადინა, ღმერთის წინაშე ხმა აიმაღლა მამამ. ამ კადნიერებისთვის ზევსმა იოს ერინიები მიუჩინა. მათგან რომ თავი დაეღწია, იო გადაეშვა მდინარეში, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები