ფარნაჯომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:00, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარნაჯომი - ფარნაჯომი მეოთხე მეფეა ფარნვაზ მეფიდან. იგი დიდად მაშენებელი და ძლიერი მეფე იყო. მან ააშენა ქალაქი ნეკრესი, ზადენის ციხე; შექმნა კერპი ზადენი, მაგრამ ბოლოს მიიქცა ცაცხლთაყვანისმცემ ლობისაკენ, მოიყვანა სპარსეთიდან მოგვები და მცხეთაში დაასახლა.
ქართველები ყოველთვის ერთგულნი იყვნენ თავისი სარწმუნოებისა, ამჯერად კერპთაყვანისმცემლობისა, ამიტომ არ აპატიეს თავიანთ მეფეს ძველი სარწმუნოებისაგან გადახვევა და მოკლეს. მის მაგივრად გაამეფეს არშაკი, სომეხი მეფის ძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მირვანოსის ასული.
იხილე აგრეთვე
წყარო
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.