პლატეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:09, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლატეა - ძველი ქალაქი შუა საბერძნეთში, რომლის მახლობლად ძვ.წ. 479 წლის 26 სექტემბერს, ბერძენ-სპარსელთა ომების დროს,მოხდა ბრძოლა ბერძნული პოლისების გაერთიანებულ ძალებსა (დაახლოებით 60 ათ. კაცი, პავსანია) და სპარსელთა არმიას (70–80 ათ. კაცი, მარდონიოსი) შორის.

სპარსელთა პირველი შეტევის მოგერიების შემდეგ ბერძნები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე დაამარცხეს. ბერძენთა გამარჯვებებმა პლატესთან და საზღვაო ბრძოლაში მიკალეს კონცხთან სპარსელთა ბატონობისაგან იხსნა მათ მიერ დამორჩილებული საბერძნეთის ნაწილი და მცირე აზიის ბერძნული ქალაქები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები