ქარის ენერგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარის ენერგია − განახლებადი ენერგიის სახეობა, ენერგეტიკის დარგი, რომელიც ემსახურება ატმოსფეროში არსებული ჰაერის მასების კინეტიკური ენერგიის გარდაქმნას ელექტრულ, სითბურ, მექანიკურ ან სხვა სახის ენეგიად, სახალხო მეურნეობაში გამოყენების მიზნით. გარდაქმნა მიმდინარეობს ქარის გენერატორების (ელექტროდენის მისაღებად), ქარის წისქვილებისა (მექანიკური ენერგიის მისაღებად) და სხვა აგრეგატების მეშვეობით. ქარის გენერატორი მაგრდება მაღლივ კოშკზე, რადგან მაღალ სიმაღლეზე ქარის მოძრაობის სიჩქარე გაცილებით მეტია, ვიდრე დედამიწის ზედაპირთან ახლოს და, შესაბამისად, ასეთი განლაგების აგრეგატს დიდი წარმადობა აქვს. ტერიტორიულად მათი განლაგება უმჯობესია ზღვების სანაპიროდან 10-12 კმ-ის დაშორებით, ან მთების ხეობებში. კოშკის დასაყენებად, ძირითადად, გამოიყენება რკინაბეტონის ხიმინჯოვანი საძირკველი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები