არაკანონიერი წარმოება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაკანონიერი წარმოება - (illegal production) – ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას-93) თანახმად, არაკანონიერი წარმოება კანონით აკრძალული საქმიანობაა (ნარკოტიკების წარმოება და განაწილება) ან საქმიანობის ის სახეობები, რომლებიც ნებართვის გარეშე ხორციელდება. მაგ., სამედიცინო პრაქტიკა ლიცენზიის გარეშე. აქედან გამომდინარე, არაკანონიერი წარმოება იყოფა ორ კატეგორიად:
- კანონით აკრძალული საქონლისა და მომსახურების წარმოება და რეალიზაცია;
- ეკონომიკური საქმიანობის ის სახეობები, რომელთა წარმოება და რეალიზაცია ჩვეულებრივ ნებადართულია, მაგრამ თუ ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, მაშინ ისინი არაკანონიერად ითვლება.