ქაფპოლიურეთანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქაფპოლიურეთანი – თბოსაიზოლაციო მასალა, ქაფპლასტის ნაირსახეობა. საწყისი პოლიურეთანის მიხედვით არსებობს ხისტი და ელასტიკური („პოროლონი”). ხისტი გამოიყენება ბგერა- და თბოსაიზოლაციო მასალად, ელასტიკური – რბილი საფარვლების, საყოფაცხოვრებო სარეცხი ღრუბლების, ფილტრების, ტანსაცმლის ჩასადგმელი ელემენტების, საამორტიზაციო შეფუთვისა და სხვ. დასამზადებლად.