ბროკერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბროკერი - (broker) [<ingl. broker] - შუამავალი მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, მათი აგენტი კონტრაქტების დადებისას კომერციულ, სავალუტო, საკრედიტო და სადაზღვევო ოპერაციებში. დასპეციალებულია განსაზღვრულ საქონელსა და მომსახურებაზე, მოქმედებს კლიენტთა დავალებით მათს ხარჯზე და მათგან იღებს საკომისიოს ანუ ბროკერის გასამრჯელოს. ტიპური მაგალითია საფონდო ბირჟის ბროკერი. ბროკერისაგან უნდა განვასხვავოთ დილერი. ზოგიერთ ბაზარზე «ბროკერს» იყენებენ «დილერის» მაგივრად. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ დილერები თავიანთი საქმიანობის ადრეულ ეტაპზე ასრულებდნენ ბროკერის ფუნქციებსაც. საფონდო ბირჟის ბროკერი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების, ძირითადად, აქციებისა და ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებებს.