ქვიშასატყორცნი დამყალიბებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:33, 7 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქვიშასატყორცნი დამყალიბებელი – მოწყობილობა მსხვილი სამსხმელო ფორმებისა და ღეროების დასამზადებლად, რომელიც შეიძლება იყოს სტაციონარული და გადასაადგილებელი. მისი ძირითადი კვანძია გამტყორცნი თავი, რომელიც წარმოადგენს როტორს ნიჩბებით (ფრთებით). ნარევი, რომელიც მიეწოდება კონვეიერით, პორციებით აიტაცება როტორის ნიჩბებით და ძალით გაიტყორცნება საყალიბეში ან ღეროების ყუთში. ერთდროულად ხდება ნარევის შემჭიდროებაც.