გელბრეითი ჯონ კენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:12, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელბრეითი ჯონ კენეტი - (1908-2006) (Galbraith John Kenneth) - ამერიკელი (წარმოშობით კანადელი) ეკონომისტი, სოციოლოგი და საზოგადო მოღვაწე. ნეოინსტიტუციონალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი (1948). ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აშშ სა და სხვა ქვეყნების მთავრობებთან და აკადემიურ ინსტიტუტებში. იყო აშშ-ის ელჩი ინდოეთში (1961-1963). მისი ცნობილი ნაშრომებია: «ინდუსტრიული საზოგადოება» (1967), «ეკონომიკური თეორია და საზო გადოების მიზნები» (1973), «ეკონომიკური თეორიის ისტორია: წარსული როგორც თანამედროვეობა» (1987) და ა.შ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები