ბეთლემი (გამოქვაბული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთლემი – მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის აღმოსავლეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 3723-3982 მ-ზე.

გამოქვაბულში მხოლოდ ჩამოშვებული ჯაჭვის მეშვეობით შეიძლებოდა ასვლა, თორემ ყოველმხრივ მიუდგომელი იყო.

ვახუშტი ბაგრატიონი ბეთლემის შესახებ გადმოგვცემს: „მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდამ, და მით აღვლენ“

1927 წ. მყინვარწვერის ალპინისტურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ს. ჯაფარიძე) ამ მიდამოებში აღმოაჩინა და აღრიცხა ექვსი სენაკი, კლდეში ნაკვეთი ეკლესიის ნანგრევი და მის ქვეშ მოქცეული კარი, ხის სვეტები, გათლილი ქვები, ერთ-ერთ მათგანში ჩასმული ქვისავე ჯვარი და კლდეზე ამოკვეთილი ჯვარი (ითონიშვილი 1963: 52).

თქმულების თანახმად, იქ დგას უფლის აკვანი, აღმართულია აბრაამის კარავი, უსვეტოდ და უსაბელოდ, იქ არის ქრისტეს ბაგა და სხვა საკვირველი საგნები, რომელთა შესახებ ანდრეზი არაფერს ამბობს. იოსებ მეხევეს შეუღწევია ამ მიუდგომელ გამოქვაბულში, უნახავს ეს საკვირველებანი, კარვის ნაგლეჯი და ქრისტეს ბაგის ნაწილი წამოუღია იქიდან და მეფე ერეკლესთვის ძღვნად მიურთმევია.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები