ათარჩეჲ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ათარჩეჲ - აფხ. თარჩია, შეჯიბრი ცხენით ჯირითში. ძველად, წლისთავზე, ქელეხის დროს სრულდებოდა. მიცვალებულის მოსახსენიებელი დოღი. ცხენოსნები დაედევნებოდნენ ერთ ცხენოსანს, რომელსაც უნაგირის ქვეშ ამოდებული ჰქონდა წითელი ან ლურჯი ქსოვილი, რომელიც უნდა წაერთმიათ. ასევე, შეიძლებოდა ქსოვილის მაგივრად მიცვალებულის ახლო ნათესავი ქალიშვილის მიერ მოქსოვილი ქისა, პირსახოცი ან სხვა ნივთი ყოფილიყო. იგი ჯილდო იყო მოგებულისათვის. ამავე დროს, წლისთავზე უმეტესად, სადაც შეჯიბრება ეწყობოდა, გრძელ ლატანს აღმართავდნენ, რომელსაც ხელსაქმით შექმნილ სხვადასხვა ნივთით მორთავდნენ, სროლით ჩამოაგდებდნენ და იგი მათი ჯილდო ხდებოდა. სიტყვა ათარჩეი აფხაზთა შორის სამეგრელოდან გავრცელდა, სადაც იმავე შეჯიბრს თარჩია (თარეშ-ია) ეწოდებოდა (მ. ბუკია).