დასაქმება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:31, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასაქმება - (employment) - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 15 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დაკავებულია საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობით. არსებობს დაქირავებით დასაქმება და თვითდასაქმება. დაქირავებულ მუშაკად ითვლება პირი, რომელიც ასრულებს განსაზღვრულ სამუშაოს ანაზღაურების მიღების მიზნით, აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობს ავადმყოფობის, შვებულებაში ყოფნის, სამუშაოდან დროებით დათხოვნის ან მსგავსი მიზეზების გამო. თვითდასაქმებულად ითვლება შინამეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი, ან ის პირი, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ფულით ან ნატურით საოჯახო შემოსავლის მიღება.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები