დეპოზიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეპოზიტი - (deposit) [<ლათ. depositum შესანახად გაცემული ნივთი]
- შესანახად შეტანილი ფულადი სახსრები ან ფასიანი ქაღალდები საფინანსო-საკრედიტო, ადმინისტრაციულ და საბაჟო ორგანიზაციებში;
- მოვალის მიერ სასამართლო დაწესებულებებში კრედიტორისათვის გადასაცემად შეტანილი ფულადი თანხა ან ფასიანი ქაღალდები. დეპოზიტია: ანაბრები ბანკებში, ფასიანი ქაღალდები საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტებში, შენატანები გადასახადის, ბაჟის და ა.შ. სახით და სხვ.