არენდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არენდა - (rent) (<ლათ. arrendare გაქირავება) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხარე (მეარენდე) აძლევს მეორე მხარეს არენდატორს ქონებას (მიწას, შენობა-ნაგებობებს, სამრეწველო და სავაჭრო საწარმოებს, დროებით გამოუყენებელ მოწყობილობებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვ.) დროებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ქირით. არენდატორი ვალდებულია გადაიხადოს საარენდო გადასახადი შრომითი საქმიანობის შედეგების მიუხედავად. არენდირებული ქონება შეიძლება გახდეს არენდატორის საკუთრება, თუ ეს უკანასკნელი მას მთლიანად გამოისყიდის.