რეპარაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეპარაცია (ლათ. reparatio – აღდგენა) – საერთაშორისო სამართლის მიხედვით ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს, მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.
რეპარაციის ფორმები:
- მოწყობილობის, ჩარხების და სხვა საწარმოო სიმძლავრეების ერთჯერადი ამოღება, მოსახლეობის შრომის გამოყენება;
- ყოველწლიური სასაქონლო მოწოდებები;
- ფულადი გადახდები და სხვა.
რეპარაციის მოცულობა უნდა იყოს მატერიალური ზარალის ტოლფასი.