არაკონკურენტული მოხმარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არაკონკურენტული მოხმარება - (non-rival consumption) - საქონლის მოხმარება ითვლება არაკონკურენტულად, თუ ერთი ინდივიდის მიერ მისი მოხმარება არანაირად არ ამცირებს მეორე ინდივიდისათვის ამ საქონლის მიწოდებას. ასეთი საქონლის მოხმარება არ უკავშირდება ალტერნატიულ დანახარჯებს. მოხმარების არაკონკურენტულობა საზოგადოებრივი საქონლის თვისებაა. ამის მაგალითია სატელევიზიო სიგნალი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ინდივიდის მიერ ასეთი სიგნალის მიღება არ ამცირებს მის ხელმისაწვდომობას სხვებისათვის. ეკონომისტების მტკიცებით, ასეთი ტიპის საქონელი უნდა მიეწოდებოდეს ნულოვანი ფასით ყოველ ზღვრულ (დამატებით) ერთეულზე.