დიზაჟიო (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიზაჟიო - (disaggio) (იტალ. disaggio) - ფასიანი ქაღალდების საბირჟო კურსის დაცემა მათ ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით; ანგარიშობენ პროცენტობით. დიზაჟიო ქაღალდის ფულზე წარმოიშობა ინფლაციის პირობებში და მისი გამოვლენის ერთ-ერთი სახეა. საპირისპიროა - აჟიო.