მაჭარაშვილი გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გურამ მაჭარაშვილი – დაიბადა 1971 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (1991-1996).
სამუშაო გამოცდილება
- სს ბანკი „ქართუს“ რუსთავის ფილიალის იურისტი (2001-2005)
- სს ბანკი „ქართუს“ იურიდიული გან-ის იურისტი (2005-2008)
- სს ბანკი „ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი რეგულირების გან-ის უფროსი, გენერალური დირექტორის თანაშემწე (სამართლებრივ საკითხებში) (2008-2010)
- სს ბანკი „ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2010-2014)
- შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე (2014-2016)
- მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, ლაგოდეხის №26 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ - ფრაქციის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020); იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი (17-12-2020).