ხატიძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი ხატიძე – დაიბადა 1978 წლის 20 ნოემბერს ქ. გორში. — იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. სამართლის დოქტორი.
განათლება – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი (2001); 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, გამომძიებელი (2001-2004)
- საქართველოს ეროვნული ბანკის უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველო, სპეციალისტი (2004-2005)
- „უაფმერრ ჯორჯია“ - პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრების რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტო საქართველოში, გამგეობის თავმჯდომარის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში (2005-2006)
- „ბლექ სი ინდასტრი“, იურიდიული სამსახურის უფროსი (2007-2011)
- „ემ ეს ეი“, დირექტორი (2008-2012)
- „ჯე-ეს-კო“, იურისტი (2008-2010)
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა), ლექტორი (2010-)
- „გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია“, იურისტი (2011-2013)
- კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ასისტენტ-პროფესორი (2011-2013)
- „ინტერნეშენელ ლიგალ კონსალტინგ“, დამფუძნებელი პარტნიორი, გენერალური დირექტორი (2011-2015)
- „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“, იურისტი (2011-2012)
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა), სამართლის და პოლიტიკის სკოლა, ასისტენტ–პროფესორი (2012-2017)
- „ესარჯი ინვესტმენტს“ | სილქ როუდ ჯგუფი, სამართლებრივ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე (2012-2016)
- ჩესტერის უნივერსიტეტი, ჩესტერი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ასოცირებული ლექტორი (2012-2016)
- საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, საქართველოში საინვესტიციო გარემოს პროექტი, იურიდიული მრჩეველი (2014)
- ევროპის უნივერსიტეტი, ლექტორი (2014-)
- მასარიკის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა, მოწვეული პროფესორი (2014)
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, ლექტორი (2015-)
- საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, საქართველოში საინვესტიციო გარემოს პროექტი, იურიდიული მრჩეველი (2015-2016)
- წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ლექტორი (2016-2018)
- საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ლექტორი (2016-2017)
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ლექტორი (2016-)
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა), სამართლის და პოლიტიკის სკოლა, ასოცირებული პროფესორი (2017-)
პარლამენტის წევრი
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლის დეკემბრიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.