ჟამნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 4 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟამნი - ძველ აღთქმაში დღე იყოფოდა ოთხ ჟამნად, ანუ ოთხ დროდ. თითოეული ჟამნი შედგება დასაწყისი ლოცვების, სამი ფსალმუნისა და რამდენიმე ლოცვისაგან, რომლებიც შერჩეულია დღე-ღამის განსაზღვრული მონაკვეთისა და მაცხოვრის ვნების განსაკუთრებული მომენტების შესაბამისად.
პირველი ჟამნი - (7-8-9 სთ) ამ დროს ეკლესია კაიაფას სამსჯავროზე ქრისტეს ყოფნას იხსენებს.
მესამე ჟამნი - (10-11-12 სთ) პილატეს მსჯავრის გახსენება და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის მოხსენიება.
მეექვსე ჟამნი - (13-14-15 სთ) მაცხოვრის სვლა გოლგოთისაკენ და ქრისტეს ჯვარცმა.
მეცხრე ჟამნი - (16-17-18 სთ) ეს ის დროა, როცა ქრისტემ განუტევა სული და იკითხება ქრისტეს ვნებანი და მიცვალება.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.