არჩევანი ალტერნატიული ვარიანტებიდან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 12 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არჩევანი ალტერნატიული ვარიანტებიდან - (trade-off) - იმ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რომელიც გულისხმობს, რომ არჩეული ვარიანტი განხორციელდება ალტერნატიულზე უარის თქმის ფასად. მაკროეკონომიკურ ტერმინოლოგიაში გამოიყენება ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების შემუშავებისას ამა თუ იმ მიზნის არჩევის პრობლემის აღსანიშნავად. მაგ., არჩევანის პრობლემა უმუშევრობის ზრდასა და ინფლაციის დაჩქარებას შორის, მოგების ზრდასა და ხელფასის გადიდებას შორის და ა.შ.