პოლიტიკური გლობალიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 12 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლიტიკური გლობალიზაცია - გამოითვლება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, ქვეყანაში საელჩოებისა და საერ- თაშორისო ხელშეკრულებების რაოდენობა, გაეროს უსაფრთხოების მისიის წევრობა. ამ მაჩვენებლით განისაზღვრება სამთავრობო პოლიტიკის გავრცელების ხარისხი. პოლიტიკურ გლობალიზაციაში, საერთაშორისო წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი გაეროსა და სხვა სტრუქტურებს აკისრია. პოლიტიკური გლობალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ათეულში შედიან: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ავსტრია, შვედეთი, შვეიცარია, კანადა, აშშ და პოლონეთი. ამ ქვეყნებში პოლიტიკური გლობალიზაციის KOF ინდექსი 93,88%-სა და 89,03%-ს შორის ფიქსირდება. საქართველო 46,08%-ით 138-ე ადგილზეა.