მცოცავი ყალიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცოცავი ყალიბი

მცოცავი ყალიბი − ვერტიკალურად (ჰორიზონტალურად) გადასაადგილებელი ყალიბი, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ფარებისა და დომკრატებით (ჰიდრავლიკური ან ელექტრული) მომარჯვებული ფოლადის ჩარჩოების ერთობლიობისაგან. ჩარჩოებზე დაყრდნობილ წამწეებზე (გრძივებზე) ზემოდან მოწყობილია სამუშაო ფენილი, საიდანაც ხდება არმატურის დაყენება და ბეტონის ნარევის ჩაწყობა, ხოლო ქვემოდან შეკიდებულია ხარაჩოები, რომელთა მეშვეობით აწარმოებენ უკვე დაბეტონებული ზედაპირის მოპირკეთებას. მცოცავი ყალიბი ძირითადად გამოიყენება კედლების, რეზერვუარების, სილოსების, კოშკების, მილების და მისთ. ასაგებად, როცა ნაგებობის სიმაღლე მეტია 15 მ-ზე.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები