შაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:08, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შაბი – (არაბ.), თეთრი კრისტალური ნივთიერება, ორმაგი მარილი, სამ- და ერთვალენტიანი მეტალების (ერთვალენტიანი: ნატრიუმი, კალიუმი, რუბიდიუმი, ცეზიუმი, ტალიუმი; სამვალენტიანი: ალუმინი, ქრომი, რკინა) სულფატების კრისტალჰიდრატები. მიიღება შესაბამისი მეტალების სულფატების წყლის ცხელი ხსნარების შერევით, რომელთა გაცივებისას კლისტალდება შაბი. გამოიყენება საღებავების წარმოებაში, ტყავეულის თრიმვლაში, ფოტომრეწველობაში, ტექნიკაში, მედიცინაში (ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებელი) და სხვ., აგრეთვე, როგორც სადეზინფექციო საშუალება.