სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა

სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა (South-Africa)სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, სამხრეთ-დასავლეთით – ატლანტის ოკეანე.

ფართობი – 1,221 მლნ. კმ2.

მოსახლეობა – 50,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ინგლისური და აფრიკანსი (ადგილობრივი 11 ძირითადი ტომის ენა).

დედაქალაქი – ქ. პრეტორია.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად. სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1961 წლის 31 მაისს.

ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა აფრიკაში. მსოფლიოში უჭირავს მოწინავე ადგილი ალმასის, ოქროს, მარგანეცის, ურანის, აზბესტის და სხვა. მოპოვებაში. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობა. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს თვითმფრინავებს, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო მართვად რაკეტებს, ჯავშანტექნიკას, ცეცხლსასროლ იარაღს, საარტილერიო სისტემებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სხვა.

სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია – სიმინდი, ხორბალი, შაქრის ჭარხალი, თამბაქო, ციტრუსი.

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეცხოველეობას.

მსხვილი საზღვაო პორტებია – დურბანი, სალდანია, კეიპტაუნი, პორტ-ელიზაბეთი, რიჩადს-ბეი.

საერთაშორისო აეროპორტები – იოჰანესბურგი, დურბანი, კეიპტაუნი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 62 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 39,8 ათ., სამხედრო-საჰაერო 14 ათ. და სამხედრო-საზღვაო 8,2 ათ.. რეზერვი – 15 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები