ეკონომიკური უსაფრთხოება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკონომიკური უსაფრთხოება
(economic security) - ეკონომიკის დაცვა იმ შიდა და გარე ნეგატიური ფაქტორებისაგან, რომლებიც არღვევენ კვლავწარმოებითი პროცესების ნორმალურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნიან ქვეყნის რესურსულ და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის შენარჩუნებას, ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და სოციალურ ორიენტირებულობას, აფერხებენ ეკონომიკურ ზრდასა და ხელს უშლიან სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას.