აბაზანური შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაზანური შედუღება − შედუღების პროცესი რკინაბეტონის კონსტრუქციების დიდი დიამეტრის (20-100 მმ) არმატურის ნაკეთობების პირაპირა შედუღებისათვის სპეციალური აბაზანების მეშვეობით. ჰორიზონტალური ღეროების შესადუღებლად გამოიყენება ფოლადის ფორმა, რომელსაც მიადუღებენ არმატურის ღეროებს შეპირაპირებულ ადგილზე და ელექტრორკალის სითბოთი ქმნიან გადნობილი ლითონის აბაზანას რკალის უწყვეტი შეთბობით. ლითონის აბაზანის სითბოთი შესადურებელი ღეროების ტორსები დნება და გაცივებისას წარმოიქმნება შენადუღი შეერთება. აბაზანური შედუღება გამოირჩევა შესრულების სიმარტივითა და საიმედოობით, განსაკუთრებით მონოლითური სვეტების გრძივი მუშა არმატურების სიგრძეში წასაზრდელად.