სოლური შეერთება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:27, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოლური შეერთება − შეერთების სახეობა, რომელიც შემოიჭირება ან რეგულირდება სოლის მეშვეობით. ხორციელდება წინასწარი ჭექით; სოლის მცირე დახრის კუთხე უზრუნველყოფს შეერთების სიმჭიდროვესა და თვითდამუხრუჭებას, რაც ხელს უშლის სოლის გამოვარდნას. განივი სოლით აერთებენ ცილინდრულ ან კონუსურ ზედაპირებს (მაგ., კამარის სოლები).