აფეთქებით შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აფეთქებით შედუღება − შედუღების მეთოდი, რომელიც ეფუძნება აფეთქების ენერგიის გამოყენებას. აფეთქების შედეგად დეტალების ერთმანეთზე მირტყმით ჩნდება ლითონის კუმულაციური ჭავლი, რომელიც ვრცელდება დეტალის ზედაპირზე, რის შედეგადაც მიმდინარეობს ორივე დეტალის ერთობლივი პლასტიკური დეფორმაცია და ისინი შედუღდება. აფეთქებით შედუღების დროს ასაფეთქებელ ნივთიერებად ყველაზე ხშირად იყენებენ ამონიტს.