ორბიტული შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:48, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორბიტული შედუღება

ორბიტული შედუღება − ხახუნის ან ავტომატური ელექტრორკალური შედუღების სახეობა. გამოიყენება უხვადლეგირებული ფოლადის ან ალუმინის შენადნობების სქელკედლიანი დიდი დიამეტრის მილების პირაპირებისა და მილტუჩების შესადუღებლად. ერთი გრძივი ღერძის მქონე შესადუღებელი მილები პირაპირში ეხება ერთმანეთს და ინსტრუმენტის თავაკის ბრუნვის შედეგად, ხახუნის ხარჯზე, ხდება პირაპირის გახურება. მიმჭერი წნევისა და გახურების ერთდროული მოქმედება იწვევს პირაპირში მილების შედუღებას. ელექტრორკალური შედუღებისას გამოიყენება შესადუღებელი თავი, რომელიც გადაადგილდება პირაპირის გასწვრივ წრეზე და ახორციელებს რკალურ შედუღებას მისართი მავთულით ან მის გარეშე.






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები