შევერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:47, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შევერი − (ინგლ. shaver დამსხვრევა, დამტვრევა), მრავალპირიანი ლითონსაჭრელი ინსტრუმენტი კბილებიანი ბორბლის (დისკოს) ან ძელის სახით, რომლის საჭრელი პირები განლაგებულია კბილების გვერდით ზედაპირებზე. მზადდება სწრაფმჭრელი ფოლადისაგან. გამოიყენება ლითონის საჭრელი ბორბლების (დისკოების) კბილების გასალესად ერთმანეთზე სრიალის გზით.