კათაკმეველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 4 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კათაკმეველი - პიროვნება, რომელიც ნათლობისთვის ემზადება.
კათაკმეველი ჰქვია ადამიანს, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე, გადაწყვეტილი აქვს ქრისტიანულ ეკლესიასთან შეერთება და ემზადება ნათლობისათვის.
ძველად კათაკმევლები ნათლობამდე სპეციალურ სასწავლებლებში სწავლობდნენ ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას; იმ დროს, როდესაც წირვის დროს დიაკვანი (ან მღვდელი) ამბობს – „კათაკმეველნო, განვედით“, კათაკმევლები ტაძრიდან გადიოდნენ და იწყებოდა მართალთა ლიტურგია, რომელშიც მხოლოდ მონათლული მორწმუნეები მონაწილეობდნენ. დღეს საქართველოში კათაკმევლობა უკვე იშვიათობაა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ბავშვობაში ინათლება.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის, თავი2