ავიალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიალი, საავიაციო ალუმინი – (ფრანგ. aviation და ლათ. alūmen მწარე მარილი). შენადნობი ალუმინის საფუძველზე, რომლის შემადგენლობაში ალუმინის გარდა შედის: მაგნიუმი 0,45-0,9%, სილიციუმი 0,5-1,2%, სპილენძი 0,2-0,6%, მანგანუმი ან ქრომი 0,15-0,35%. ავიალს აქვს მაღალი პლასტიკურობა და კოროზიამედეგობა. სიმტკიცის ასამაღლებლად აწარმოებენ მის გამოწრთობას და ხელოვნურ დაძველებას. გამოიყენება რთული ფორმის ნაჭედი და დაშტამპული დეტალების დასამზადებლად (შვეულმფრენის ხრახნული ფრთა, სამშენებლო კონსტრუქციების ელემენტები და სხვ.).