მეწამული ოქრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეწამული ოქრო, (ამეთვისტოს ოქრო, იისფერი ოქრო) – ოქროსა და ალუმინის შენადნობი; ოქროთი და ალუმინით გამდიდრებული ინტერმეტალიდი (AuAl2). ოქროს რაოდენობა შენადნობში 79%-ია, ამიტომ იგი ითვლება 18 კარატიან ოქროდ. 1999 წელს სინგაპურის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მეტალურგიის პროფესორის ლო პენგ ჩამის მიერ მიღებული იქნა მეწამული (იისფერი) 19 კარატიანი ოქროს შენადნობი (80% სუფთა ოქრო, 20% ალუმინი და სხვა ლითონები), რომლის ფასმაც გადააჭარბა სუფთა ოქროს ფასს.