წითელი ოქრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:46, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წითელი ოქრო – ოქროსა და სპილენძის შენადნობი, რომლის შედგენილობაში შედის: სინჯი 18K – ოქრო 75%, სპილენძი 25%; სინჯი 12K – ოქრო 50%, სპილენძი 50%. გამოიყენება საიუველირო საქმეში. ძველ დროში, შენადნობში არსებული მინარევებისა, ოქროს ხშირად ჰქონდა წითელი ფერი. სწორედ ამიტომ, ძველ ბერძნულ, რომაულ და ადრეულ შუა საუკუნეების ხელნაწერებში ოქროს აღწერდნენ როგორც „წითელს“.