საბურულე სამუშაოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 25 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბურულე სამუშაოები – შენობის სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოები ძირითადად ითვალისწინებს სამ ეტაპს:
ა) მზიდი კონსტრუქციების მონტაჟი (ნივნივების სისტემა, კოჭები, გრძივები, შეფიცვრა);
ბ) საიზოლაციო ფენის მოწყობა (ორთქლ- და ჰიდროიზოლაცია, დამათბუნებელი);
გ) ბურულის მონტაჟი დამცავი ხალიჩით (ქვიშის ზედაპირული ფენით).