კაფელის იატაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაფელის იატაკი − იატაკი, მოწყობილი ბუნებრივი ქვის ან ხელოვნური კაფელის ფილებისაგან. კერამიკული ფილები შეიძლება იყოს მოჭიქული ან მოუჭიქავი. კაფელი საფუძველს ეკვრის სპეციალური წებოვანი ხსნარის მეშვეობით, რომლის დასამზადებლად გამოყენებულია ქვიშა, ცემენტი და ლატექსის მისართი. კაფელის იატაკს აქვს ერთფეროვანი ან მოზაიკური სახე.