შტაბელსაწყობი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შტაბელსაწყობი – საცალო ტვირთების ასაწევ-გადასატანი გადასაადგილებელი მანქანა, რომელიც შტაბელებად აწყობს მათ. ტვირთის ჩაჭერა ხდება სპეციალური მოწყობილობით და შემდგომ მისი გადაადგილება – კონვეიერით 6 მ-მდე და მეტ სიმაღლეზე. შტაბელსაწყობს იყენებენ სასაწყობო და დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოების მექანიზაციისათვის.